დეკემბერი 548
en

„გიგლო ყარალაშვილის სტერეოფოტოგრაფია“ ონლაინ გრძელდება

გამოფენა „გიგლო ყარალაშვილის სტერეოფოტოგრაფია“ საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ონლაინფორმატში გრძელდება. გამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/2021-1/giglo-qaralashvilis-stereofotografia-1.

ფოტოკოლექცია მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - საფრანგეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში - მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა.

სამხედრო ჩინოსნისა და კულტურის მოამაგის ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს აერთიანებს, გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა 1963 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ქართველი გენერლის, მომღერლის, ფოტოგრაფის, ართანელი თავადების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის გიგლო ყარალაშვილის ფოტოების გამოფენა ფოტოფესტივალ „ქოლგის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართა.