საქართველოში შვედეთის დღეების ფარგლებში 27 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნა გამოფენა „შვედეთი საქართველოში“, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.
ორი ქვეყნის ურთიერთობების ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალიდან საგამოფენოდ შეირჩა დოკუმენტები მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში შვედური კომპანიების - „ატლას დიზელი“, „ბალტიკა“, „გერლიკი“, „ძმები ნობელების კომპანიის“ შესახებ. ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირის ამსახველი მასალა.
საქართველოში შვედეთის დღეები 26-27 სექტემბერს გაიმართა.