მაისი 548
en

გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენისპატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.

ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი სულიერი, საზოგადოებრივი და ეროვნული მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენაპატრიარქი ილია II“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2026 წლის 23 აპრილიდან 27 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2026-1/patriarki-ilia-ii-1