დეკემბერი 548
en

გამოფენა „მეფე ერეკლე II – 300“ საქართველოს ეროვნულ არქივში

მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ექსპოზიცია გაიხსნა.

მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წელი 2020 წლის 7 ოქტომბერს (ძველი სტილით) შესრულდა.

საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილია მეფე ერეკლე II-თან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალის დედნები და ფოტოასლები. დოკუმენტებს შორისაა: ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, ერეკლეს სტამბის გამოცემები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები და სხვა.

ექსპონატები ასახავენ საქართველოს გამორჩეული მეფის როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე პირად ცხოვრებას. 

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოფენო პავილიონში მოქმედებს შეზღუდვები და დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/pavilioni.   

გამოფენა 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.