მარტი 548
en

გამოფენა „მარო თარხნიშვილი - 130“ ონლაინ

პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ონლაინფორმატში გრძელდება.

ექსპოზიციის დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2022-1/maro-tarkhnishvili-130-1.

გამოფენაზე, რომელსაც 2021 წლის დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობდა, წარმოდგენილი იყო მარო თარხნიშვილის მოგონებები, წერილები, ფოტოები, საკონცერტო აფიშები და პროგრამები, შემოქმედებით თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.