ოქტომბერი 548
en

გამოფენა „ლესია უკრაინკა და საქართველო“ დღეს დაიხურება

გამოჩენილი უკრაინელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩი) დაბადებიდან დღეს 140 წელი შესრულდა. იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მიმდინარე, ამ იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს მიხაილო გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მე-6-მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს. 
საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებული გამოფენა 22 თებერვალს გაიხსნა. მასზე წარმოდგენილია ლესია უკრაინკას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც დაცულია უკრაინის საელჩოში და საქართველოს ეროვნულ საარქივო ფონდში. 
ექსპოზიცია დღეს დაიხურება.