ოქტომბერი 548
en

გამოფენა „ფოტოდღიურები. XX საუკუნის 90-იანები“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ფოტოდღიურები. XX საუკუნის 90-იანები“ გაიხსნა.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ღონისძიების კურატორმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გახსნეს. ფოტოების გადაღების ისტორია თავად ავტორებმა - შახვალად აივაზოვმა, გიორგი ცაგარელმა და ივანე შლამოვმა - გაიხსენეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული „საქინფორმის“ ფოტოკოლექციისა და კერძო კოლექციების ექსპონატები, რომლებიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისს ასახავს - სამოქალაქო პროტესტებიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე; შეიარაღებული ამბოხიდან სამოქალაქო  და ტერიტორიულ ომებამდე. ფოტოების ავტორები არიან: შახვალად აივაზოვი, გიორგი ცაგარელი, სერგო ედიშერაშვილი, გიორგი შარაშენიძე, იური როსტი, იური მეჩითოვი, ბორის სოკოლოვი, გურამ მგალობლიშვილი, ირაკლი ჭოხონელიძე, ვლადიმერ ვალიშვილი, ივანე შლამოვი, ბონდო დადვაძე, ბონდო დვალიშვილი და სხვები.  დღეს, როდესაც მეოთხედი საუკუნე გვაშორებს იმ პერიოდს, ფოტოებმა  განსაკუთრებული ისტორიული, ემოციური და ინფორმაციული მნიშვნელობა შეიძინა.

გამოფენის ორგანიზატორია „N&N სტუდია“ საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით,. ფინანსური მხარდამჭერი - თბილისის მუნიციპალიტეტი.

ექსპოზიცია 23 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.