აპრილი 548
en

გამოფენა „ფიროსმანის თბილისი“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა „ფიროსმანის თბილისი“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული მასალა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციიდან, მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე თბილისში გადაღებული ფოტოები: ქალაქის ხედები და ტიპაჟები.

გამოფენა იმართება საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის „ფიროსმანი და ქართული კულტურა“ ფარგლებში. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, იუნესკოს ეგიდით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის წამყვანი დაწესებულებების თანამონაწილეობით, 2012-2013 წლებში ახორციელებს პროგრამას, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) მხატვრული ფენომენის ინტერდისციპლინურ კვლევას გულისხმობს და მხატვრის დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენა „ფიროსმანის თბილისი“ თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.