სექტემბერი 548
en

გამოფენა „ჩერნობილი. 27 წლის შემდეგ“

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს ფოტოგამოფენა „ჩერნობილი. 27 წლის შემდეგ“ ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილი ციბენკომ და დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის ხელმძღვანელმა ჯამბულ ჯიქიამ გახსნეს. გამოფენაზე წარმოდგენილია ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ჩერნობილის გმირების სახანძრო უსაფრთხოების აკადემიის თანამშრომლის იგორ ბურლიას ფოტოები, რომელიც დღევანდელ ჩერნობილს ასახავს.


26 აპრილს 27 წელი შესრულდება იმ ტრაგედიიდან, რომელიც უკრაინაში მოხდა - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება - რომლის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფრქვა დიდი რაოდენობით რადიოაქტიული ნივთიერებები.


ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალდა 5 მილიონამდე ადამიანი, რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურდა 5 ათასზე მეტი დასახლებული პუნქტი ბელორუსში, უკრაინასა და რ უსეთის ფედერაციაში. აქედან უკრაინაში  - 2218 დასახლება და ქალაქი, სადაც 2,4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ჩერნობილის ავარიამ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში უპრეცედენტო ატომური დასხივება გამოიწვია. ამ კატასტროფის გავლენა საკუთარ თავზე გამოსცადეს ევროპულმა და შავიზღვისპირა ქვეყნებმაც.


ჩერნობილის გმირების სახანძრო უსაფრთხოების აკადემიის ინიციატივით (ქ. ჩერკასი), საქართველოში უკრაინელი პედაგოგების კავშირისა და დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის მონაწილეობით, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და ეროვნულ არქივის ორგანიზებით წლეულს ამ თარიღს მიეძღვნება თემატური ფოტოგამოფენა „ჩერნობილი. 27 წლის შემდეგ...“
ღონისძიება 24 აპრილამდე გაგრძელდება. აპრილის ბოლოს ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება ქუთაისში.