საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა „ბერძნები საქართველოში“, რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლისთავს მიეძღვნა, ონლაინფორმატში გაგრძელდება.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 2021 წლის 25 მარტიდან 21 მაისის ჩათვლით მასპინძლობდა. ამიერიდან მისი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეუძლიათ: https://archive.gov.ge/ge/2021-1/berdznebi-sakartveloshi-1.
გამოფენა მოიცავს საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებს. მათ შორისაა: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა.
ექსპოზიციის მიზანი ქართველ და ბერძენ ხალხს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების წარმოჩენაა.
გამოფენის კურატორი: ნინო ბადაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება.