იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფოტო და ფონოსაცავების რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი საცავების პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივი გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამართა.
„ოთახების გარემონტებასთან ერთად, საცავებში შეიცვლა ელექტრო და კონდენცირების სისტემები, რამაც გააუმჯობესა დოკუმენტების შენახვის პირობები. საცავებში აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის სისტემით და დაცულია ტემპერატურული რეჟიმი“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის გიორგი კაკაბაძის ინფორმაციით, ფოტოსაცავი სამ ნაწილად არის გაყოფილი: პირველში განლაგებულია ფოტოპოზიტივები (ფოტოალბომები), მეორეში სხვადასხვა ზომის ფირისა და მინის ნეგატივები, მესამეში კი - „საქინფორმის“ ფოტონეგატივებისა და სლაიდების კოლექცია. ფოტოდუკუმენტების საერთო რაოდენობა 340 000-ს აღემატება და მე-19-საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.
სხვადასხვა ფორმატის არის, ასევე, ფონოსაცავის დოკუმენტები - მაგნიტური ჩანაწერები, გრამფირფიტები, ცვილის ლილვაკები, აუდიოკასეტები და CD დისკები. ეროვნულ საარქივო ფონდში 1901 წლიდან დღემდე შექმნილი 19 389 ფონოჩანაწერია დაცული.