ოქტომბერი 548
en

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობა ონლაინ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული საკანონმდებლო აქტების ორიგინალები, რომელიც 1918-1921 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ არის მიღებული, ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

1918-21 წლებში მიღებული ათეულობით კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებში ინახება. კოლექციისათვის შეირჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოებში მიღებული ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტები, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იქონია გავლენა. 

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/sakartvelos-pirveli-demokratiuli-respublikis-kanonmdebloba-1