ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივს შიომღვიმის მონასტრის თანამედროვე ფოტო და ვიდეო კადრები შეემატა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამედროვე ფოტო და ვიდეომასალას შიომღვიმის მონასტრის კადრები შეემატა.

პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებში სპეციალური ჯგუფი დღეს იმყოფებოდა შიომღვიმეში, სადაც მონასტრის ტაძრების ხედები და ფრესკები გადაიღო.

პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი, უჯარმის ციხე და გელათის მონასტერი.

ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტები. ამ პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალები კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს და მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.