აპრილი 548
en

ეროვნული არქივის წარმომადგენლები ჟენევაში მე-8 ევროპულ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლები ხვალ შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მე-8 ევროპულ კონფერენციაში ციფრულ არქივაციასთან დაკავშირებით. 
 კონფერენცია ჟენევაში, შვეიცარიის ფედერალურ არქივში, 28-30 აპრილს გაიმართება და შეეხება საარქივო საქმისა და ციფრული ეპოქის ურთიერთქმედებას; საზოგადოებრივი ჩანაწერების არქივაციასა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებებს; ელექტრონულ არქივაციას და ონლაინ ხელმისაწვდომობას. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) და შვეიცარიის ფედერალური არქივი (SFA). 
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან კონფერენციაში 150 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული არქივი წარდგება თემით: „გამოწვევები საქართველოს ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის პროცესში და ჩანაწერთა მართვის სისტემის შესაძლებლობები”. 
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ეროვნული არქივის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კონფერენციაში მონაწილეობა, შესაბამისად, უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, დიდ დახმარებას გაუწევს ეროვნული არქივის თანამშრომლებს შემდგომ საქმიანობასა და ინოვაციების დანერგვაში.

.