მარტი 548
en

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს უკრაინის ელჩი ეწვია

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ეწვია და მიმდინარე გამოფენა - „რეპრესიები საქართველოში“ დაათვალიერა.

ელჩს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა უმასპინძლა.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ იგორ დოლგოვმა და თეონა იაშვილმა ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს; მათ შორის უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიციის მოწყობის შესახებ, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით 2018 წელს უკრაინაში გამოფენის გამართვის თაობაზე.