ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია 25 ოქტომბერს გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ – 25 ოქტომბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება.

სამდღიან კონფერენციას რამდენიმე ძირითადი მიმართულება აქვს. 17 სექციაში განაწილებული პრეზენტაციები მრავალფეროვანია და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის სფეროებში არსებულ სიახლეებს აერთიანებს.

კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს, პოლონეთის,  ლიტვის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ინდონეზიის, ინდოეთის არქივების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების 100-ზე მეტი წარმომადგენელი.

ეროვნული არქივის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება.