საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამილა აფაქიძე და რესტავრატორი მაია ბარათაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში მიმდინარე მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაში „სამუზეუმო ექსპონატების კვლევა, კონსერვაცია და რესტავრაცია“ მონაწილეობენ.
5-დღიან კონფერენციას 10-მდე ქვეყნის მუზეუმებისა და არქივების რესტავრაციის ლაბორატორიებიდან, ასევე, სხვადასხვა სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებლიდან 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.
მაია ბარათაშვილი კონფერენციაზე წარსდგება მოხსენებით „წინასარესტავრაციო კვლევა და პერგამენტის აღდგენა საქართველოს ეროვნულ არქივში“.
კონფერენცია 31 მაისს დასრულდება.