ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია აქტიურად მუშაობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში 2010 წლის 6 თვეში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 12606 ფურცელს, 723 ყდას, 1073 ფოტოპოზიტივსა და 31 ტექნიკურ ნახაზს. 
 რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერი დოკუმენტები - 277 ფურცელი. მათ შორის: მე-18 საუკუნის სამართლის, წყალობისა და შეწირულების წიგნები, ასევე მე-11 საუკუნის გიორგის მეორის წყალობის სიგელის პირი. სრულდება უნიკალური ხელნაწერის „ეფრემ ასური და ლავსაიკონი“ რესტავრაცია, რომელიც აპრილში დაიწყო.
ამ პერიოდში რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალმბომებს, სადაც წარმოდგენილია მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქუთაისში, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გადაღებული ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები.