დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის პროექტის ფინალში 73 სკოლის გუნდი გადავიდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალური თამაშის მონაწილეები გამოვლინდა.

პროექტის დასკვნით ნაწილში 73 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ითამაშებს. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 26 აპრილს ერთდროულად გაიმართა. მასში მონაწილეობისათვის 374 საჯარო და კერძო სკოლა იყო რეგისტრირებული და თამაშზე 328 გუნდი გამოცხადდა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” უძღვება.

ფინალის გამართვის ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება დამატებით. 

იხილეთ ნახევარფინალის შედეგები.