საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მონაწილეობს არქივების საერთაშორისო უმაღლეს კონფერენციაში, რომელიც პარიზში დღეს გაიხსნა და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორია საფრანგეთის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის გენერალური დირექტორატი. კონფერენციის თემაა საარქივო საქმის აქტუალური პრობლემები თანამედროვეობაში.
ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის არქივის 20-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციაზე განხილული იქნება ციფრული არქივების, საარქივო მასალების ხელმისაწვდომობის, არქივის ქსელის ორგანიზებისა (ფრანგულ მაგალითზე) და საარქივო პროფესიის დაუფლების საკითხები.