ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის დელეგაცია APEx-ის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია იტალიაში, ქალაქ ტურინში, საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა  შეხვედრაში მონაწილეობს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  APEx-ის (საარქივო პორტალის ევროპული ქსელი) პროექტში საქართველოს ეროვნული არქივი რამდენიმე კვირის წინათ ჩაერთო. APEx-ის მისიაა ევროპულ არქივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება მათი მასალების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.

პირველი სამუშაო შეხვედრა ახალგაწევრიანებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტარდება და მისი მიზანია APEx-ის საიტზე საარქივო მასალების განთავსების პრინციპების გაცნობა. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული არქივი APEx-ის ვებგვერდზე საკუთარი დოკუმენტების დიგიტალურ ასლებს ატვირთავს.

ეროვნული არქივის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ნატალია გლადჩენკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, ზვიად მელქაძე და ამავე განყოფილების პროგრამისტი, ონისე გაბისონია.

ორდღიან შეხვედრაზე განსახილველი თემებია: ვებპორტალის განვითარების პროექტის ირგვლივ არსებული საკითხები; ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები; მთარგმნელობითი პროცესების, ცნობარების, სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია.