საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ცხელი ხაზის მომსახურებით 2010 წლის იანვარში 100-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
ტელეფონის ნომერზე: 140505 დარეკვით მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ ეროვნული არქივის საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებით.
ეროვნული არქივის ცხელი ხაზზე მოქალაქეები, ძირითადად, არქივში ცნობის (სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა და სხვ.) მოძიების პროცედურებს, ადგილობრივი არქივების მდებარეობას, მომსახურების პირობებს არკვევენ.
ცხელ ხაზზე დასმული შეკითხვების დაახლოებით 25 პროცენტზე პასუხი ეროვნული არქივის კომპეტენციას სცილდება, მიუხედავად ამისა, 140505-ის ოპერატორი მათ სათანადო კონსულტაციას უწევს და კომპეტენტური უწყების კოორდინატებს აწვდის.
განახლებული ცხელი ხაზი ეროვნულ არქივში 2009 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.