დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის ცხელი ხაზი - 140505

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ახალი ცხელი ხაზი აქვს. ტელეფონის ნომერზე: 140505 მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ ეროვნული არქივის საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებით.
ეროვნული არქივის ცხელ ხაზზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე დასაქმდა. მას მუშაობის დაწყებამდე არქივის საქმიანობასა და ფუნქციებთან დაკავშირებით სპეციალური სწავლება ჩაუტარდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება იუსტიციის სამინისტროს პროექტია. სამინისტროს სისტემაში ამჟამად 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი მუშაობს.