2013 - პირველად ეროვნული არქივის ისტორიაში UNESCO-მ მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანა ჩვენთან დაცული დოკუმენტები: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“;
2014 - MoMa-ში (ნიუ იორკი), „აღმოაჩინე ქართული კინოს“ ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ეროვნულ არქივში დაცული 4 მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი მუნჯი ფილმი;
2014 - ეროვნულ არქივში დაცული აუდიოჩანაწერები, მათ შორის ქართული ზღაპრები ხელმისაწვდომი გახდა SoundCloud-ის პლატფორმის მეშვეობით;
2015 – UNESCO-ს იმავე რეესტრში შეიტანეს ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (IX-XV სს.);
2015 - დაიწყო სამეცნიერო წიგნებისა და დოკუმენტების კატალოგების გამოცემა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია ჩვენი მუდმივი საზრუნავია
2015 - ჟენევიდან ჩამოვიტანეთ ერთა ლიგაში საქართველოს პირველი და უკანასკნელი ელჩის - ხარიტონ შავიშვილის - პირადი ფონდის ასლები;
2015 - კონფლიქტის შემდეგ პირველად ჩაეყარა საფუძველი აფხაზ კოლეგებთან პროფესიულ თანამშრომლობას, რაც ნდობის აღდგენის პროცესის აუცილებელი კომპონენტია;
2016 - იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო პროექტი „დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის პირველი ნაბიჯები“, რომელშიც გაერთიანდა ქართველ დიპლომატთა ვიდეომემუარები.
ეროვნული არქივის ფონდების გამდიდრება ჩვენი პრიორიტეტია
4 წლის განმავლობაში ელექტრონულ ფორმატზე 4.5 მილიონი საარქივო დოკუმენტი იქნა გადატანილი.
2013 - დაიწყო პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ და 50 მაღალი რეზოლუციის ისტორიული რუკა ინტერნეტში განთავსდა;
2014 - სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რესტავრაციის ლაბორატორიას, რომელშიც 100 ათასამდე ფურცელი იქნა რესტავრირებული;
2014-2015 - სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა ჩვენი შენობები აბაშაში, ზუგდიდსა და თელავში;
2015 - ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად აშენდა ეროვნული არქივის ახალი და თანამედროვე შენობა რუსთავში (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი);
2016 - ეროვნულ არქივს პირველად გაუჩნდა თანამედროვე საგამოფენო პავილიონი, რომელშიც ფუნქციონირებს მედიათეკა და ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია;
2016 - დაიწყო იმერეთის რეგიონული არქივის ახალი შენობის მშენებლობა ქუთაისში;
2016 - მკვლევართა დარბაზებში საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ასლები უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი; 4 წლის განმავლობაში დარბაზებში 5 500-მა მკვლევარმა იმუშავა.
ეროვნული არქივის მოდერნიზაცია ჩვენი პრიორიტეტია
2013 - დავიწყეთ უცხოეთში არსებული ქართული დოკუმენტების მოძიება და ჩამოტანა;
2013-2016 - 39 მუნიციპალიტეტში ეროვნული არქივის ადგილობრივი წარმომადგენლობა გაიხსნა;
2015 - ევროპულ საარქივო პორტალზე (APEx) პოპულარული დოკუმენტი პირველად გახდა ქართული დოკუმენტი - ანჩის ოთხთავი (XI-XII), რომელიც დაცულია ეროვნულ არქივში;
2015 - ამერიკელ კოლეგებთან ერთად განხორციელდა ქართული პალიმფსესტების სპექტრული გადაღება და შესწავლა;
4 წლის განმავლობაში ჩატარდა 40-მდე გამოფენა საქართველოსა და უცხოეთში;
2015 - გამოიცა წიგნი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“;
4 წლის განმავლობაში ეროვნულ არქივს შეემატა XV-XIX საუკუნეების ხელნაწერები, რუკები; აკაკი შანიძის, ვაჟა გვახარიას, ვახტანგ ჟორდანიას, აკაკი ხინთიბიძის, ილია ვეკუას, მარიკა ლორთქიფანიძის და სხვათა პირადი და საოჯახო არქივები; თენგიზ აბულაძის, ლანა ღოღობერიძის, ნანა ჯანელიძის, გიორგი და ელდარ შენგელაიების ფილმების ასლები, ზაალ სულაკაურის ნახატები, ოთარ რამიშვილის 160 სიმღერის ორიგინალური ფონოჩანაწერი და სხვ.