მარტი 548
en

ეროვნული არქივი შალვა ამირანაშვილის 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობს

 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 6 ოქტომბერს შალვა ამირანაშვილის 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. 
ექსპოზიციაზე გამოფენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული მასალები, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. 
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენაზე წარადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდში დაცული მასალები, რომელიც ეხება როგორც შალვა ამირანაშვილის სტუდენტობის პერიოდს, ისე მის მოღვაწეობას თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგის თანამდებობაზე.