მარტი 548
en

ეროვნული არქივი საერთაშორისო კონფერნეციაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომლები ვარშავაში დღეს გახსნილ საერთაშორისო კონფერენციაში „ციფრული ჩანაწერები და საარქივო მასალებზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტის საშუალებით“ მონაწილეობენ.
საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ზვიად მელქაძე და ამავე განყოფილების პროგრამისტი ონისე გაბისონია 23 მაისს კონფერენციაზე წარსდგებიან მოხსენებით: „საარქივო ჩანაწერებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს ეროვნულ არქივში“.
კონფერენციაში, რომელიც 24 მაისამდე გაგრძელდება, მონაწილეობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 15-მდე ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი. კონფერენციის მიზანია საარქივო სფეროში გამოცდილების გაზიარება .