სლოვენიის ქალაქ რადენცში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ტექნიკური პრობლემები ტრადიციულ და ელექტრონულ არქივებში“, რომელზეც საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე დღეს წარდგა მოხსენებით: „ფონდების აღწერისას წარმოქმნილი პრობლემები პოსტსაბჭოთა ქვეყნების არქივებში“.
საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია სლოვენიის ქალაქ მარიბორის რეგიონული არქივი, ხოლო მხარდამჭერი - არქივების საერთაშორისო საბჭო.
ღონისძიებაში 20-მდე ქვეყნის არქივებისა და ბიბლიოთეკების წარმომადგენლები მონაწილეობენ.