საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ხელმძღვანელობით ნორვეგიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსლოში 11-19 სექტემბერს დაგეგმილ არქივების საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში „ნდობა და ხელმისაწვდომობა. ციფრული ინფორმაციის მართვის თანამედროვე სისტემა“.
ღონისძიების ორგანიზატორი არქივების საერთაშორისო საბჭოსთან ერთად არის ნორვეგიის ეროვნული არქივი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქვეყნის არქივის დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან.