მარტი 548
en

ეროვნული არქივის წარმომადგენლები DLM forum-ის შეხვედრაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ზვიად მელქაძე და სისტემების ანალიტიკოსი გურამ კელეპტრიშვილი ფინეთის ეროვნულ არქივში გახსნილ DLM forum-ის მუშაობაში მონაწილეობენ. 

ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ელექტრონული დოკუმენტების არქივების მართვას ეხება,  დღეს გაიხსნა. 

DLM forum არის ევროკომისიის მიერ 1994 წელს შექმნილი ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან ინფორმაციის მართვასა და არქივირებასთან დაკავშირებული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან (ეროვნული არქივები, კერძო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საარქივო დაწესებულებების პროგრამულ უზრუნველყოფას).   

DLM Forum-ის მუშაობის ძირითადი მიმართულება ელექტრონულად შექმნილი დოკუმენტების მართვის სპეციფიკაციების შემუშავებაა. 2012-2018 წლებში DLM Forum ჩართული იყო ევროკომისიის E-ARK პროექტში, რომლის ფარგლებშიც არქივირების ღია საინფორმაციო სისტემის (OAIS)-ის მოდელის მიხედვით შემუშავდა საინფორმაციო პაკეტების სპეციფიკაციები. ამასთან, DLM Forum ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი E-ARK4ALL-ის პარტნიორია, რომელიც E-ARK-პროექტის გაგრძელებაა. DLM Forum წელიწადში ორჯერ ატარებს გაერთიანებულ შეხვედრას, რომლებზეც ელექტრონულ არქივირებასთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილება. 

ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს ელექტრონულად შექმნილი დოკუმენტების ელექტრონული არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტის დანერგვაზე.