თებერვალი 548
en

ეროვნული არქივის თანამშრომელი მანანა ჭუმბურიძე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის დასაჩუქრდა

იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ეროვნული არქივის თანამშრომელი, მანანა ჭუმბურიძე დასაჩუქრდა. მას დედის დღე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ხარანაულმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მიულოცეს. 

მანანა ჭუმბურიძე უკვე 60 წელია არქივს ერთგულად ემსახურება. ის ძველ საბუთთა განყოფილებას ხელმძღვანელობს, სადაც IX-XVIII საუკუნეების მასალაა თავმოყრილი. სწორედ აქ ინახება ეროვნული არქივის  უძველესი დოკუმენტი, IX საუკუნის „ანბანდიდი“ სახარება.