ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიურ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისათვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეთა გუნდებს.

ღონისძიების ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი ინტელექტუალური თამაშისრა? სად? როდის?“ პრინციპით აპრილსა და მაისში გაიმართება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და  სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2024-1.