აპრილი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტები გამოვლინდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - მონაწილე 204 სკოლის გუნდიდან 54 გადავიდა.

ნახევარფინალურ თამაშში, რომელიც 2 მაისს ერთდროულად გაიმართა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, VIII-XI კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი საჯარო და კერძო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ მონაწილეები, რომელთაც 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

ვიქტორინის ნახევარფინალური და ფინალური ეტაპი, „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება. ფინალურ ეტაპზე, რომელიც 23 მაისს თბილისში გაიმართება, გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ნახევარფინალის შედეგების სანახავად ეწვიეთ პროექტის გვერდს: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2026-1

საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.