ნოემბერი 595
en

ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და  არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარემ, მალტის ეროვნული არქივის დირექტორმა, კონფერენციის საპატიო სტუმარმა ჩარლზ ჯ. ფარუჯამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გასხნეს.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA-ის) პრეზიდენტი დევიდ ფრიკერი.

სამდღიან კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობს.

 კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

∙ არქივთმცოდნეობა

∙ წყაროთმცოდნეობა

∙ სიძველეთმცოდნეობა

∙ ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია

∙ ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)

∙ საბუნებისმეტყველო კვლევები

∙ კულტურათაშორისი კომუნიკაციები

∙ რესტავრაცია-კონსერვაცია

∙ ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები

∙ კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი

∙ საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში

კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში:  http://archives.gov.ge/uploads/other/4/4073.pdf