აპრილი 548
en

ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია 26 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაარქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები 26 სექტემბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება.

კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

 

არქივთმცოდნეობა

წყაროთმცოდნეობა

სიძველეთმცოდნეობა

ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია

ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)

საბუნებისმეტყველო კვლევები

კულტურათაშორისი კომუნიკაციები

რესტავრაცია-კონსერვაცია

ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები

კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი

საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში

 კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში: http://archives.gov.ge/uploads/other/4/4073.pdf