აპრილი 548
en

ეროვნული არქივის მასალით თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების არქიტექტურის შესახებ წიგნი გამოიცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მასალის საფუძველზე სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა თამთა შონვაძემ მოამზადა პუბლიკაცია „XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი არქიტექტურა თბილისში“.

წიგნში წარმოდგენილი და გაანალიზებულია 1850-1920-იან წლებში თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთი ნაწილის არქიტექტურასთან დაკავშირებული საარქივო მასალა. კვლევას საფუძვლად უდევს შენობების საპროექტო  დოკუმენტები, გრაფიკული და წერილობითი მასალა, ფოტოები.

გამოცემა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე: https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/xix-saukunis-mere-nakhevrisa-da-xx-saukunis-dasatsqisis-saganmanatleblo-datsesebulebebi-da-mati-arkitektura-tbilisshi-1