ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის კინოთეატრში ადრეული ქართული კინოს რეტროსპექტივა დაიხურა

ადრეული წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2 დეკემბრიდან მიმდინარეობდა, დღეს ფილმით „ჯანყი გურიაში“ დაიხურა.

 

1928 წელს ალექსანდრე წუწუნავას მიერ გადაღებული ფილმის დღევანდელი ჩვენება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად შექმნილი, ცოცხლად შესრულებული ელექტრონული მუსიკით გაფორმდა. 

საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით მაყურებელმა 1920-1930-იან წლებში გადაღებული 19 ქართული მხატვრული ფილმი იხილა, მათ შორის: „ორი მონადირე“, „ხანუმა“, „ხაბარდა“, „ამერიკანკა“, „ელისო“, „სურამის ციხე“, „ბელა“, „ქაჯეთი“, „ღრუბელთა თავშესაფარი“, „ამოკი“, „გოგი რატიანი“, „კომუნარის ჩიბუხი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „კრაზანა“, „დაკარგული სამოთხე“, „ბუბა“, „უჟმური“. 

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მაყურებელს ქართული კინოს რეტროსპექტივებს მომავალშიც შესთავაზებს.