სექტემბერი 548
en

ეროვნული არქივი სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი II სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“ მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს ონლაინფორმატში გამართავს. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღება დაიწყო.

კონფერენციის მიზანია სტუდენტების – მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავლო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად; მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბება.

ღონისძიება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მხარდაჭერით ტარდება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/ii-studenturi-saertashoriso-konferentsia-2022-1.