ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსს გამართავს

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის შესწავლის მსურველთათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 15-18 ოქტომბერს ჩატარდება სასწავლო კურსი, რომლის მიზანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმესთან დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს დამატებითი ცოდნის მიღებას, ასევე მათთვის, ვინც იწყებს სამსახურს ამ მიმართულებით ან მუშაობს მენეჯერის პოზიციაზე და სურს, ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი. სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობას ემსახურება.

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კურსში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba