დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივი ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე საკუთარი პროგრამითაა წარმოდგენილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულფილმებქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზეა წარმოდგენილი.

25 სექტემბერს მაყურებელმა იხილა ოთარ იოსელიანის ფილმები: „საპოვნელა“, „აპრილი“ და „თუჯი“; 27 სექტემბერ, 18:00 საათზე კი ნაჩვენები იქნება კინოპროგრამა „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში“ - ფილმები: „წყალტუბო“  (1957);  რეჟისორი ვლადიმერ ალავიძე; „ქუთაისი“, (1945), რეჟისორი შალვა ჩაგუნავა; „ერთი დღე ქუთაისში“  (1967). რეჟისორი შალვა ხომერიკი. 

 

 ფესტივალი, რომელსაც 24-29 სექტემბერს ქუთაისის კინოთეატრი „საქართველო“ მასპინძლბს, ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ტარდება.