ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპი 30 აგვისტოს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი - ტესტირება უნარ ჩვევებში - 30 აგვისტოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. 
კონკურსში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში კანდიდატებს საკონკურსო კომისია გასაუბრების შედეგად შეარჩევს. კონკურსში გამარჯვებულები 3-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირებას გაივლიან ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ 5 ცენტრალურ არქივში.
სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.