ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი 5 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ეროვნული არქივის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში, კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევების შემოწმება და ტესტი ქართულ ენაში - 5 ნოემბერს, 16:00 საათზე ეროვნული არქივის შენობაში გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარებში.
წარმატებული კონკურსანტები სტაჟირებას ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში გაივლიან. სტაჟირების პროგრამა 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება და მისი  წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.