აპრილი 548
en

ეროვნულ არქივში ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია გაიმართება

26 მარტს, 18:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს  ეროვნულ არქივში ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია  - "მოგზაურობა ორ სამყაროს შორის - თერგდალეულები, პიროვნული კონფლიქტი და ეროვნული ცხოვრება" ჩატარდება.

ლექცია შეეხება თერგდალეულთა მსოფლმხედველობის ცვლილებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა საქმიანობის ანალიზის მიხედვით. განხილული იქნება ეპოქის კულტურული მდგომარეობა, ცვლილებები მცირე სოციალურ ჯგუფში, რამაც ზემოქმედება მოახდინა ფეოდალურ საზოგადოებაზე ფუნდამენტური სოციალური ძვრების განსახორციელებლად.

ოლივერ რაისნერი არის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი, ამასთან, აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. როგორც ისტორიკოსი, ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაზე. ოლივერ რაისნერმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა „ცენტრალური აზია/ კავკასია“ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის კვლევების ფაკულტეტზე. უძღვება სალექციო კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.