საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ექსპოზიცია „მრავალეროვანი თბილისი“, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები.
ამ ღონისძიებით დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალთა საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ეთნიკური უმცირესობების კვირეული, რომელიც თბილისობას ეძღვნება.
გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ხელმძღვანელმა მზექალა შანიძემ გახსნეს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული XIX-XX საუკუნეების წერილობითი და ფოტო დოკუმენტები. ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან: საქართველოში მცხოვრები ებრაელები, სომხები, თათრები, ლეკები, ესტონელები, ირანელები, ჩინელები, ბერძნები და სხვ.; გამოფენილია, ასევე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წერილობითი მასალა.
გამოფენაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებით.
გამოფენა 25 ოქტომბერს დასრულდება. მასზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1.