ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმები ფრანკფურტის ფილმების რეტროსპექტივაზე

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები - „დილის ათი წუთი“ (1931), „ხაბაზები“ (1970) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985) – გერმანული კინოს მუზეუმში მაყურებელმა 11 ოქტომბერს იხილა.

ქართული კინოს რეტროსპექტივა „საქართველო - 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“ პროექტის ფარგლებში ფრანკფურტში, გერმანული კინოს მუზეუმში, 2 ოქტომბერს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ რეტროსპექტივის ფარგლებში, 10 ოქტომბერს კოტე მიქაბერიძის ფილმის - „ჩემი ბებიას“ - ჩვენებასთან ერთად რეჟისორზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. მონოგრაფიული ნაშრომი რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ 2017 წელს საქართველოს ეროვნული არქივისა და გამომცემლობა „სა.გა.“-ს თანამშრომლობით დაიბეჭდა. 2018 წელს გამოიცა წიგნის ინგლისური ვერსიაც, რომელიც ავტორებმა - სოსო დუმბაძემ და ეროვნული არქივის წარმომადგენელმა, კინომცოდნე ნინო ძანძავამ - წარადგინეს.