ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში დაცული 90 ზღაპრის აუდიოვერსია ინტერნეტში განთავსდა

იაპონური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია დღეს ინტერნეტსივრცეში განთავსდა , რითაც ეროვნულ არქივში დაცული ზღაპრების გამოქვეყნება დასრულდა.

ბავშვებისათვის შექმნილი პროექტ „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკის“ ფარგლებში  გამოქვეყნდა: ქართული, გერმანული, სლოვაკური, ინდონეზიური, ჩეხური და იაპონური 90 ზღაპრის აუდიოვერსია. ჩანაწერები  მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში სტუდია „მელოდიაში“  შეიქმნა  და პროექტის განხორციელებამდე მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა.

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ზღაპრების აუდიოარქივის დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ ჩანაწერები აიტვირთა ვებგვერდზე:  https://soundcloud.com/#audio-archives-of-georgia  და  მისი მოსმენა ყველას შეუძლია. ზღაპრები ხელმისაწვდომია, ასევე ეროვნული არქივის ოფიციალურ გვერდზე: http://archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi. პროექტისათვის შექმნილია სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელშიც: https://www.facebook.com/GeorgianTales.

პატარებისთვის ზღაპრებს კითხულობენ  ქართველი მსახიობები: მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი. პროექტის მხატვარია ზაალ სულაკაური.