საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟირების მორიგი პროგრამა დასრულდა. მასში მონაწილე წარმატებულ სტაჟიორებს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს სერტიფიკატებს გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაძლიეთ. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 12 თქვენგანი ეროვნული არქივის სისტემაში დასაქმდა. იმედს გამოვთქვამ, აქ მიღებული გამოცდილება სამომავლოდ დაგეხმარებათ პროფესიულ ცხოვრებაში“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.
სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა ეროვნულ არქივში 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად შერჩეული იყო 32 კანდიდატი, მათ შორის 7 - ქუთაისის ცენტრალურ არქივში სტაჟირების გასავლელად. სტაჟიორთა შორის იყვნენ უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალურ არქივებში, რესტავრაციისა და მიკროფოლმირების ლაბორატორისა და ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში სტაჟიორებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მათ შორის ყველაზე წარმატებული 12 სტაჟიორი დაინიშნა, მათ შორის 5 - ქუთაისის არქივში.
ეროვნულ არქივში სტაჟირების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი აპრილში გამოცხადდება.