ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ექვთიმე თაყაიშვილის ბინის აღწერა.
„ვედრო ძველი - 1 ... ტაფა ძირგახვრეტილი - 1 ... თეფში - 1 ...“.
პარიზი, ლევილი, 1926 წელი
დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, საისტორიო ცენტრალური არქივის ლევილის ქართველთა სათვისტომოს ფონდში.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.