ნოემბერი 595
en

დოკუმენტური ფილმი „თბილისი“ - რესტავრირებული ვერსიის ონლაინპრემიერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფეისბუქის გვერდზე დოკუმენტურ ფილმ „თბილისის“ ციფრულად რესტავრირებულ ვერსიას მაყურებელი 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს.

რეჟისორმა თენგიზ ნოზაძემ ფილმი 1966 წელს გადაიღო. საქართველოს ეროვნული არქივის ბაზაზე ფილმის ორიგინალი ფირიდან 4k გარჩევადობის აპარატურით დასკანერდა და ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია გაუკეთდა.

საქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს.