აპრილი 548
en

დიმიტრი ყიფიანის საიუბილეოდ ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მოამზადა

დიმიტრი ყიფიანის  დაბადებიდან 210 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საკუთარ ვებგვერდზე მულტიმედიური გამოფენა მიუძღვნა.

 

ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 14 (26) აპრილს დაიბადა. საქართველოს ეროვნული არქივი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საინტერესო მასალას ინახავს.

 

ონლაინგამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და  პერიოდული გამოცემები, რომლებიც დიმიტრი ყიფიანის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს. მათ შორისაა შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ თარგმანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების დოკუმენტები, მისი წერილი ეგზარქოს პავლესადმი და სხვა დოკუმენტები.

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://archive.gov.ge/ge/dimitri-qifiani-1