მარტი 548
en

დები იშხნელების სიმღერების ფონოჩანაწერთა კოლექცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონოგანყოფილებაში დაცულია დები იშხნელების ვოკალური კვარტეტის სიმღერების ფონოჩანაწერები. ამ კოლექციის შესახებ ინფორმაცია ეროვნული საარქივო ფონდის ფონდებისა და კოლექციების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
დები იშხნელების ვოკალური კვარტეტი 1941 წელს შეიქმნა ნინო, თამარ, ზინაიდა, ალექსანდრა იშხნელების შემადგენლობით. 1955 წლიდან ალექსანდრა იშხნელი შეცვალა მისმა დამ - მარიამმა. დიდია იშხნელების წვლილი ქართული სამხმიანი ქალაქური ხიმღერების დახვეწასა და რეპერტუარის გამდიდრებაში.
ეროვნულ არქივის კოლექცია მოიცავს დები იშხნელების თითქმის მთელ რეპერტუარს - „სულიკო“, „ტურფავ, ტურფავ“, „მხოლოდ შენ ერთს“, „ჩემო ციცინათელა“, „ყოველ სნეულებაზე“ და სხვ. ჩანაწერები წარმოდგენილია გრამფირფიტების (1950-1979 წლები), ასევე, მაგნიტური ფირის სახით. 
ფონოჩანაწერების გარდა, ეროვნული არქივში კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში ინახება კინოდოკუმენტები: კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ (1949 წელი); 1950 და 1964 წლებში გადაღებული კინოსიუჟეტები; 6-ნაწილი ფილმ-კონცერტი „სულიკო“ (1984 წელი).